თბილისი, 7 მაისი– Sputnik. ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე 36 წლის მამაკაცს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, 5 მაისს ბრალდებულმა დაბა ასპინძაში შურისძიების მოტივით ყელის არეში დანა დაარტყა მისსავე თანასოფლელს, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ბრალდებული ასევე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად სცემდა მეუღლეს და არასრულწლოვან გერს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 126-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისტემატური ცემა დამამძიმებელ გარემოებებში) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა