მსოფლიო დღეს

აფეთქება ჰავანაში: დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

სასტუმრო Saratoga-ში გაზის აფეთქება 6 მაისს მოხდა - აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი მეხუთე სართულამდე გაანადგურა.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ჰავანაში, სასტუმრო Saratoga-ში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, კიდევ 19 უგზო-უკვლოდ გამოცხადდა, განაცხადა რეგიონული წითელი ჯვრის წარმომადგენელმა გლორია ბონინმა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 25 დაღუპულისა და 60 ჰოსპიტალიზებულის შესახებ.
„წითელი ჯვრის პროვინციული ფრონტის ხელმძღვანელი საოჯახო კავშირების აღდგენის საკითხებში გლორია ბონინი იუწყება, რომ ამ დროისთვის არსებული სიით 19 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 32 გარდაიცვალა“, - წერს სააგენტო Prensa Latina.
ექიმების ინფორმაციით, დედაქალაქის კლინიკებში სულ მცირე 44 ადამიანი რჩება, 10 კი გაწერეს.
სასტუმრო Saratoga-ში გაზის აფეთქება 6 მაისს მოხდა. აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი მეხუთე სართულამდე გაანადგურა. დაზიანდა მიმდებარე შენობები.
მომხდარის წინასწარი ვერსიაა - გაზგასამართი ცისტერნიდან საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვა და აფეთქება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა - სასტუმროს კონტრაქტორებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გაზის აღჭურვილობის მუშაობაზე, საჭირო ნებართვები და ლიცენზიები ჰქონდათ.
სასტუმრო Saratoga, რომელიც ჰავანის კაპიტოლიუმის მოპირდაპირედ მდებარეობს, სარემონტო სამუშაოების გამო არ იყო შესახლებული. სასტუმროს გახსნა 10 მაისს იგეგმებოდა.
წყარო - სააგენტო Prensa Latina.