დღეს 2022 წლის 6 მაისია, პარასკევი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან. შესანიშნავი დროა საყვარელ ადამიანთან შეხვედრისთვის, ოჯახური ღონისძიებებისთვის. საქმიანობა დამღლელი იქნება, მაგრამ გადაულახავი სირთულეები არ წარმოიქმნება, მთლიანობაში ხელსაყრელი დღეა.
ვერძი: მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საქმესთან გამკლავება. დღე შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. რთული იქნება კომუნიკაცია გარშემომყოფებთან. ისინი შეიძლება თქვენს საქმეებში არცთუ კეთილი განზრახვით ჩაერიონ. მაგრამ არ აჰყვეთ უარყოფით ემოციებს, გააკონტროლეთ თავი.
კურო: შესაძლოა გარკვეული სირთულეები წარმოიშვას, მაგრამ ეს არ შეგაშინებთ და არ გაიძულებთ უარი თქვათ თქვენს გეგმებზე. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან თქვენს მხარეზე დადგნენ. კარგი დღეა სწავლისთვის. შეიტყობთ ბევრს რამეს, რაც გჭირდებათ. ეს ცოდნა გამოადგება უახლოეს მომავალში.
ტყუპი: რთული იქნება ერთ რამეზე ფოკუსირება. ჩვეულებრივ, რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაჭრა არ გიჭირთ, მაგრამ დღეს ეს რთული იქნება და უკვე შუადღისას იგრძნობთ, რომ მცირე პაუზა გჭირდებათ. დაისვენეთ, ყურადღების სხვა რამეზე გადაიტანეთ. მალე ისევ ენერგიულად იგრძნობთ თავს.
კირჩხიბი: მოემზადეთ გეგმების შესაცვლელად. დღე მოულოდნელ მოვლენებს მოიტანს. არ არის გამორიცხული საოჯახო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც ხარჯებს მოითხოვს. ბიზნესში წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იქნება გუნდურად მუშაობით. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ლომი: მოემზადეთ გადამწყვეტი მოქმედებისთვის. დღეს არ გექნებათ დრო ფიქრისთვის ან თანამოაზრეებთან საუბრისთვის. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. კარგი დღეა მეგობრებთან შეხვედრებისთვის და რომანტიული პაემნისთვის. შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ საერთო ენა მათთან, ვინც მოგწონთ.
ქალწული: დილით იყავით მომთმენი და შეეცადეთ არავის ეჩხუბოთ. სავარაუდოდ, შეძლებთ კონფლიქტის თავიდან აცილებას, მოგვიანებით კი ურთიერთობებში ჰარმონია აღდგება. კარგი იქნება სამუშაოზე ფოკუსირება. შეძლებთ რთული ამოცანების გადაჭრას. თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება.
სასწორი: დაიწყეთ ახალი საქმეები. ვარსკვლავები თქვენს გვერდით იქნებიან, მათი მხარდაჭერის წყალობით შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. თუმცა, მოთმინება და მონდომება იქნება საჭირო, რადგან ყველაფერი სწრაფად არ გამოვა. სავარაუდოა არაჩვეულებრივი, საინტერესო ნაცნობობა.
მორიელი: დღე მარტივი არა, მაგრამ ნაყოფიერი იქნება. მთავარია თვითკონტროლის შენარჩუნება. სასიამოვნოდ ჩაივლის მოულოდნელი შეხვედრები. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა გქონდათ. შეძლებთ ყველაფრის გარკვევას და ურთიერთობების დალაგებას.
მშვილდოსანი: ეცადეთ იმოქმედოთ დამოუკიდებლად, არ გქონდეთ სხვების იმედი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრისას. თანამშრომლობა დღეს ჩვეულებრივზე რთული იქნება. ხელსაყრელი დროა მეგობრული შეხვედრებისთვის, ძველ ნაცნობებთან კომუნიკაციისა და ოჯახური ღონისძიებებისთვის.
თხის რქა: გაიხსენეთ ის საქმეები, რომლებიც დიდი ხანია გადადეთ. დღეს შეგიძლიათ სწრაფად მიაღწიოთ სასურველ შედეგს. იქნება შესაძლებლობა, რომ აღადგინოთ კავშირები ძველ პარტნიორებთან, მათთან თანამშრომლობაზე შეთანხმდეთ. ურთიერთობები შეიძლება ნაკლებად ფორმალური გახდეს.
მერწყული: არ ღირს ნერვიულობა. მოსალოდნელია მცირე პრობლემები, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სწრაფად გაუმკლავდებით მათ. საქმიანი მოლაპარაკებებისას, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. რომანტიკული პაემანი არ გაგიცრუებთ იმედს.
თევზები: ენდეთ ინტუიციას, განსაკუთრებით, თუ მისი მინიშნებები ოპტიმისტურია და მოგწონთ. წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობებში. ხელსაყრელი დღეა როგორც ახლობლებთან, ისე ახალ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის.