თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ზუგდიდი–მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს სოფელ ხაიშის მიმდებარედ მოხდა. ტელეარხის ცნობით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხევში გადავარდა. ავტომობილში მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.
მაშველებმა ცხედარი ხევიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
წყარო: ტელეკომპანია „იმედი"