ასპინძაში მკვლელობა მოხდა: დაკავებულია ერთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 36 წლის მამაკაცი ასპინძაში დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს დაბა ასპინძაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.