რადიოწამყვანმა ხატია შამუგიამ „ღამის პრაიმტაიმის“ ეთერში „ქუჩის ბიჭების“ წევრთან გურამიკო ლომიძესთან დანგრეული ოჯახის შესახებ ისაუბრა.
„თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ვარსკვლავი ქმარი მყავდა, ამიტომ რთული იყო – სადარბაზოში დაწერილი წარწერები, გოგონები, საჩუქრები. ამას მორალური სიძლიერე სჭირდება. ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც ოჯახი შევქმენით. ახლა მეცინება იმ ერთი პატარა მესიჯის გამო, რომელსაც ჩვენი ოჯახი შეეეწირა, თუმცა სწორი გადაწყვეტილება იყო“, – აღნიშნა ხატიამ.
მისი თქმით, ერთ შეცდომას მეორე მიემატება, მეორეს – მესამე და დასანგრევი ოჯახი მაინც დაინგრევა.
„ამ ქვეყანაზე, არ ვიცი, ვინ დადის გურამიკოზე ძვირფასი. ჩვენ სწორ დროს დავიშალეთ, სანამ მონასტერი ბოლომდე აირეოდა“, – ამბობს რადიოწამყვანი. წყვილს საერთო ვაჟი ნიკუშა ჰყავს, რომელიც ამჟამად ამერიკაში სწავლობს.