ვეგანობა ბავშვებში: საფრთხეები და სარგებელი - დადგინდა მეცნიერულად

Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა ვეგანი და ვეგეტარიანელი ბავშვების ჯანმრთელობა შეისწავლეს და საინტერესო დასკვნები გამოიტანეს.
კვლევაში მონაწილეობდა 5-დან 10 წლამდე ასაკის 187 ბავშვი. აქედან 63 ვეგეტარიანელი იყო, 52 — ვეგანი, ხოლო 72 — „ყველაფრის მჭამელი“, ანუ ვინც რაიმე სპეციალურ კვებაზე არ იმყოფებოდა. ეს უკანასკნელები კვლევაში საკონტროლო ჯგუფის სახით იყვნენ ჩართული.
შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ:
ვეგან ბავშვებს გულ-სისხლძარღვთა სისტემა ბევრად ჯანმრთელი ჰქონდათ, ვიდრე ვეგეტერიანელებსა და „ყველაფრის მჭამელებს“;
სამაგიეროდ ვეგანები საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ დანარჩენ ბავშვებს სიმაღლით (საშუალოდ 3 სანტიმეტრით);
ამასთან ვეგანებს აღენიშნებოდათ ვიტამინ B12-ის დეფიციტი;
ვეგანი ბავშვების ძვლებში მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერებების შემცველობა, სხვა ბავშვებთან შედარებით, 4-6%-ით ნაკლები იყო;
ვეგანებს ცუდი ქოლესტერინი და ცხიმის შემცველობა 25%-ით ნაკლები ჰქონდათ.
ყველაზე მეტად მეცნიერები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ვეგეტერიანელი და ხორცის მჭამელი ბავშვების გულ-სისხლძრაღვთა პროფილებში პრაქტიკულად ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი განსხვავება.
მკვლევარების დასკვნით, ვეგეტარიანელმა და, განსაკუთრებით, ვეგანებმა უნდა აკონტროლონ კალციუმის, B12-სა და D ვიტამინების დონეები, რათა თავიდან აიცილონ ოსტეოპოროზის შემდგომი განვითარება და შეამცირონ მოტეხილობების რისკი.