მოსკოვის საპატრიარქო: რომის პაპმა არაკორექტული ტონალობა აირჩია

Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკმა „არაკორექტული ტონალობა“ აირჩია სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან საუბრის შინაარსის გადმოსაცემად უკრაინის ომის შესახებ, აცხადებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 16 მარტს შემდგარი საუბრისას კირილმა მადლობა გადაუხადა ფრანცისკს დიალოგისთვის და აღნიშნა, რომ ეს საუბარი „კვლავაც შესაფერის დროს“ იმართება.

„თქვენი ნებართვით, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვა დღევანდელ რთულ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა საინფორმაციო ველში ვცხოვრობთ: დასავლურ მედიას არ უსაუბრია ან პრაქტიკულად არ უსაუბრია ზოგ ფაქტზე, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო“, — ციტირებს მოსკოვის საპატრიარქო კირილის სიტყვებს.

ამის შემდეგ, საპატრიარქოს განცხადებით, კირილმა რომის პაპს უთხრა, რომ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, და გაახსენა, როგორ არწმუნებდა ნატო რუსეთს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.
„რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა ჩემთვის დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ჩემი სამწყსო ორივე მხარესაა, ისინი ძირითადად მართლმადიდებლები არიან. ნაწილი კი თქვენს სამწყსოს ეკუთვნის. ამიტომ მსურს <...> დავსვა კითხვა, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ და ჩვენს ეკლესიებს, გავლენა მოვახდინოთ არსებულ ვითარებაზე? რით შეგვიძლია შევუწყოთ ხელი მტრად მოკიდებულთა დაწყნარებას ერთი მიზნით: მივაღწიოთ მშვიდობისა და სამართლიანობის განმტკიცებას? შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება“, — ციტირებს მოსკოვის საპატრიარქო კირილს.
მანამდე პატრიარქ კირილთან საუბრის შესახებ რომის პაპმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-ს უამბო. მისი თქმით, კირილი რუსეთის გასამართლებლად „პირველი ოცი წუთის განმავლობაში <...> ფურცლიდან კითხულობდა უკრაინაში შეჭრის მიზეზებს“. გარდა ამისა, პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ მარტის შუა რიცხვებიდან ითხოვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
მსოფლიო დღეს
პასუხი არ ჩანს: რომის პაპი პუტინთან შეხვედრას მარტიდან ითხოვს
აღსანიშნავია, რომ რომის პაპი ფრანცისკი, პროტოკოლის საწინააღმდეგოდ, „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს პირადად მივიდა ვატიკანში რუსეთის საელჩოში, რათა შეშფოთება გამოეხატა მომხდართან დაკავშირებით. ამის შემდეგ მან არაერთხელ დაუჭირა მხარი მშვიდობის მალე დამყარებასა და სისხლისღვრის შეწყვეტას.