თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს, რომლებიც ქობულეთის „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რაც შეეხება მოზარდებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.