თბილისი, 1 მაისი – Sputnik. თბილისში ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა: დაიტბორა გზები, ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
კერძოდ, უხვი ნალექის გამო ნაწილობრივ დაიტბორა მტკვრის მარცხენა სანაპირო და გმირთა მოედანი.
წვიმის გამო ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ ე.წ. ახალ გზაზე, რომელიც გმირთა მოედანს თამარაშვილის ქუჩასთან აკავშირებს.
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები, ასევე კომერციული ობიექტები.
მერიის სამსახურები ძლიერი წვიმის შედეგებს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. სახლებში გრძელდება წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.