საზარელი ავარია აჭარაში - მანქანა ხევში გადავარდა

შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება „აჭარა ნიუსი“.
შემთხვევა სოფელ მერისში დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ქედის „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა პაციენტი საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
წყატო - „აჭარა ნიუსი“.