„ადრე, როცა ქვეყანაში რაიმე მოვლენა მოხდებოდა, ყოველთვის უნდა გამომეხატა ჩემი აზრი, რაც ძალიან ბევრჯერ დიდ ვნებათაღელვად დამიჯდა. ამ ამბის დედოფალი ვარ თბილისში, დაზარალების მხრივ. ადრე ადამიანებს ესირცხვილებოდათ რაღაცის კადრება, ახლა სოციალურ ქსელში ამოფარებულები არიან ნიკებს, ფსევდონიმებს, ჩაკეტილ პროფილებს და ყველა ვარსკვლავი, ცნობილი ადამიანი მათთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. ძალიან ბევრმა ეს ძალიან ცუდად გამოიყენა. ესენი არიან, უპირველეს ყოვლისა, ლუზერები და საკუთარ ცხოვრებაში ხელმოცარული ადამიანები“, – ამბობს მუსიკოსი.
„დღემდე „იუთუბზე“ უცხო ენაზეც და ქართულზეც არის ჩემი მაკომპრომეტირებელი ვიდეოები. ახლა ვიტყვი სკანდალურ რამეს – ერთმა ახლობელმა, რომელიც დიდხანს ვერ ბედავდა, ბოლოს ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ ერთ-ერთ პორნოსაიტზე იყო სექსუალური აქტის ამსახველი ვიდეო, სადაც სახეები არ ჩანდა და ეწერა, თამარ ივერი და მისი მეუღლეო. ამის გამო ვიყავით პოლიციაშიც. საქართველოდან არა, მოსკოვიდან ყოფილა ატვირთული“, – ამბობს მომღერალი.