საქართველომ დაადასტურა, რომ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ერთგულია

მხარეებმა იმსჯელეს ჟენევის მოლაპარაკებებზე და გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ასევე საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების სახელმწიფო სტრატეგია, რომელზეც ამჟამად ქვეყნის მთავრობა მუშაობს.
პრემიერის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, კლაარმა ევროკავშირის მხარდაჭერა გამოხატა სტრატეგიის განხორციელებაში. მხარეებმა ასევე განიხილეს შედეგების მიღწევის მნიშვნელობა ჟენევის მოლაპარაკებებსა და გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დსთ–ის საკითხებში დენის გონჩარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა „ფაქტობრივად მძევლად აიყვანეს მოლაპარაკებების გადამწყვეტი ფორმატი“ და დისკუსიების მორიგი რაუნდის გადატანას „არამეგობრული და პოლიტიზირებული ნაბიჯი“ უწოდა.
ჟენევის დისკუსიები დაპაუზებულია: რუსეთის საგარეო უწყება „დამნაშავეებს“ ასახელებს>>
ამის საპასუხოდ ქართული მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კლაარმა განაცხადა, რომ დისკუისიების გადატანის გადაწყვეტილება მოლაპარაკებების პროცესზე უკრაინის მოვლენების ნეგატიური გავლენის თავიდან არიდების გამო იქნა მიღებული.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. იმავე წელს შეიქმნა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელშიც მონაწილეობენ მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები.
„არანაირი მეორე ფრონტი“ - ღარიბაშვილი საქართველოში ომის შესაძლებლობას გამორიცხავს>>
ქვეყნებს შორის დიალოგი იმართება ჟენევის მოლაპარაკებებისა და სპეციალური წარმომადგენლების აბაშიძე–კარასინის შეხვედრების ფორმატის სახით, რომელიც 2012 წლიდან პრაღაში იმართება.შეხვედრებზე უპირატესად ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.