რომელ ადგილს დაიკავებს საქართველო „ევროვიზია 2022"-ზე: ბუკმეკერების პროგნოზი

ჯგუფი Circus Mircus „ევროვიზიის“ სცენაზე წარდგება სიმღერით Lock Me In.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველო, რომელსაც „ევროვიზია 2022“-ზე ჯგუფი Circus Mircus წარადგენს, ბუკმეკერების პროგნოზით, 27-ე ადგილს დაიკავებს.
Circus Mircus-მა საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესა, ბუკმეკერები ჯგუფს მანამდე 29-ე ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ.
გამარჯვების შანსები გაეზარდა უკრაინასაც, რომელიც, ბუკმეკერების პროგნოზით, პირველ ადგილს დაიკავებს. მეორე ადგილზე გავა იტალია, შემდეგ შვედეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან. საუკეთესო ხუთეულს ესპანეთი დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარი მონაცემებია, რომელთაც ბუკმეკერები კონკურსის წინ აქვეყნებენ ხოლმე და ისინი სისტემატურად იცვლება.
Circus Mircus-ი პრომო-ტურის ფარგლებში preparty-ზე გამოვა>>>
„ევროვიზია 2022“ ტურინში (იტალია) ჩატარდება. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 40 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).