„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო დააკავეს

დაკავებულმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა და შეურაცხყოფა მიაყენა პროკურორებსა და მოსამართლეს, განაცხადეს პროკურატურაში.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯემალ ქიქავა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქიქავამ 28 მარტს, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შესახებ საქმის განხილვისას, რომელშიც ბრალდებულია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უპატივცემულობა გამოხატა სასამართლოსადმი და, მიუხედავად გაფრთხილებისა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყო პროკურორები და მოსამართლე, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურა ქიქავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.