დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 აპრილი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 28 აპრილია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღე დაიწყეთ რთული საქმეებით, საპასუხისმგებლო შეხვედრებით. ასე თავიდან აიცილებთ უაზრო ქაოსს და სწრაფად გაუმკლავდებით მნიშვნელოვან საკითხებს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, რომანტიკული შეხვედრებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 აპრილი>>
ვერძი: დილით იფრთხილეთ, არ გაგიტაცოთ რამე უიმედო იდეამ, პროექტმა, რომლის რეალიზება წარმოუდგენელია. შეხედეთ მოვლენებს რეალისტურად. მოგვიანებით ნაყოფიერი დრო დადგება. მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები. ერთ–ერთი შეიძლება პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებების სათავე გახდეს.
მათგან ვერასდროს გაიგებთ სიტყვას „მიყვარხარ": ზოდიაქოს ორი ნიშანი
კურო: არ განერვიულდეთ მცირე გაუგებრობების, შემთხვევითი შეცდომების გამო. დღე ცუდად არ აეწყობა, გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები და მათ აუცილებლად გამოიყენებთ, თუ დადებითად განეწყობით. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. არაა გამორიცხული წინადადება თანამშრომლობაზე.
ტყუპი: კარგი დღეა საქმიანი შეხვედრების, სამუშაოსა თუ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. შესაძლებელია თანხის მიღება. გაჩნდება დაუგეგმავად რამის ყიდვის, მათ შორის, საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევის, სიურპრიზების მოსაწყობის შესაძლებლობა.
კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში საქმეებზე მოახდინეთ ყურადღების კონცენტრირება. შეძლებთ რთულ საკითხებთან გამკლავებას. დღის მეორე ნახევარი სჯობს, საორგანიზაციო საქმეებს დაუთმოთ. ირგვლივ მყოფებთან კონტაქტი ყოველთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ კონფლიქტებს აიცილებთ თავიდან.
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება
ლომი: შესანიშნავი დღეა საყიდლებისა და გარიგებების დადებისთვის. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ; ასევე დაგეხმარებათ ძველი ნაცნობების, სანდო ადამიანების რჩევები. საღამო კარგი დროა ნათესავებთან შესახვედრად, მცირე საოჯახო ღონისძიებების მოსაწყობად.
ქალწული: მიხედეთ იმ საქმეებს, რომლებსაც შემოქმედებითი დამოკიდებულება ესაჭიროება. სწორედ მათ გაუმკლავდებით ყველაზე კარგად. იმპროვიზირების უნარი დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში იქ, სადაც სხვებმა ეს ვერ მოახერხეს. კარგი დღეა სწავლისთვის, სემინარებსა და კონფერენციებზე დასაწრებად.
სასწორი: გაუზიარეთ თქვენი იდეები სხვებს, იმსჯელეთ გეგმებზე. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ თქვენს შეხედულებებს. არაა გამორიცხული რაღაც უჩვეულო მოვლენები სამსახურში, ნაცნობობა, რომლითაც სასიყვარულო ისტორია შეიძლება დაიწყოს.
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
მორიელი: თავის გაკონტროლება ჩვეულებრივზე რთული იქნება. ხანდახან სულ უბრალო რაღაცებზე შეიძლება გაბრაზდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიურ ემოციებს არ აჰყვეთ და პოზიტიურად და ოპტიმისტურად განეწყოთ. კარგი დღეა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაანალიზებლად.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. საერთო ენას ნებისმიერი ტიპის ადამიანთან გამონახავთ. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებში. შეგიძლიათ ფინანსურ საკითხებს მიხედოთ. სიყვარულში გაუმართლებს მას, ვინც ინიციატივას გამოიჩენს.
თხის რქა: იმოქმედეთ მტკიცედ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა განსაკუთრებით შეიგრძნობა ფინანსურ საკითხებში. შეიქმნება შემოსავლების გაზრდის, მომგებიანი გარიგებების დადების პირობები. არაა მოსალოდნელი სერიოზული პრობლემები სამუშაოზე, მცირე სირთულეებს კი ადვილად გაუმკლავდებით.
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: უნდა იჩქაროთ, რადგან პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესამჩნევად მაღალი იქნება დღის პირველ ნახევარში, ამიტომ სერიოზულ საქმეებს ამ პერიოდში მიხედეთ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან.
თევზები: არ ინერვიულოთ იმაზე, რაზეც გავლენას ვერ მოახდენთ. კარგი დღეა მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად, ჩვეული საქმეების გასაკეთებლად. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, რომელთა წყალობით ახალი პროფესიული პერსპექტივები გამოჩნდება. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.