„დიალოგი მამიდაჩემთან მახსოვს ბუნდოვნად. მას შემდეგ მქონდა ეს აზრი, რომ მამაჩემის ცხოვრებაში არსებობდა ბავშვი, რომელიც, სავარაუდოდ, იყო მისი შვილი. მე და ჩემი უფროსი და სულ ვიყავით ამ მიყურადებებში, რომ კიდევ რამე ამბავი გაგვეგო. ასე დეტალურად არაფერი ვიცოდით და არც არავინ გვეუბნებოდა. ჩვენ ვერ ვატკენდით და მამას ამის შესახებ ვერ ვკითხავდით, ამის უფლება თავისთვის არასდროს მიმიცია“, – აღნიშნა მსახიობმა.
„გოგონა დაორსულდა მამისგან. ალბათ არ მოაყვანინეს ცოლად. ამ გოგონამ გააშვილა ბავშვი და მალევე დატოვა საქართველო. ვერანაირად ვერ ვპოულობ გზას, საიდან დავიწყო მისი ძიება. არ ვიცი ამ ქალის სახელი და გვარი. ჩანაწერი სამშობიაროში იქნება, სავარაუდოდ, ამ ქალის გვარით. ჩემი ძმა არის დაახლოებით 42-44 წლის. ჩემი დები, მამიდაშვილები, მამის მხრიდან ნათესავები ცხვირით, ყბითა და კბილებით ვგავართ ერთმანეთს, ყველას დამახასიათებელი გვაქვს. მგონია, რომ თუ სლავური წარმოშობა შეუცვლიდა ნაკვთებს, რაღაც მაინც ექნება დამახასიათებელი. ზუსტად ვიცი, რომ გააშვილა საქართველოში, თბილისში ან ზუგდიდში“, – აღნიშნა ნანუკამ.