ყვითელი ამბები

„ისინი ერთმანეთს მალე დაშორდებიან“ - მეგან მარკლის ნახევარდის სკანდალური ინტერვიუ

მე­გან მარ­კლი­სა და პრინც ჰა­რის გარ­შე­მო სკან­და­ლი კვლავ გრძელ­დე­ბა.
Sputnik
ოპრა უინ­ფის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ წყვი­ლის მი­მართ კრი­ტი­კა არ წყდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მე­გან მარ­კლის ნა­ხე­ვარ­დამ სა­მან­ტა მარ­კლ­მაც, რო­მელ­საც მე­გან­თან უკვე წლე­ბია და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.
მოღალატე პრინცი: რატომ შეხვდა ყოფილ შეყვარებულს ჰარი ქორწილამდე?
სა­მან­ტა ამ­ბობს, რომ პრინ­ცი ჰარი ცო­ლის გავ­ლე­ნის ქვე­შაა და სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ვერ მოქ­მე­დებს. ის მალე წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბა­საც პროგ­ნო­ზი­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 56 წლის სა­მან­ტას აქამ­დეც არა­ერ­თხელ გამოუთ­ქვამს თა­ვი­სი „წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა“, რომ­ სა­მე­ფო წყვი­ლი „მალე“ ერ­თმა­ნეთს გა­ეყ­რე­ბა.
სა­მან­ტა მარ­კლი ვა­რა­უ­დობს, რომ შე­საძ­ლოა პრინ­ცი უკვე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებ­დეს მე­გან­თან ქორ­წი­ნე­ბას. ის წყვილს მო­უ­წო­დებს, სა­მე­ფო ოჯახს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოს იმის­თვის, რომ მათ რა­სიზ­მში დას­დეს ბრა­ლი.
ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მე­გან მარ­კლი გა­მო­ირ­ჩე­ვა ნარ­ცი­სიზ­მით და მას „პი­როვ­ნუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა“ აქვს. სა­მან­ტა ამ­ტკი­ცებს, რომ მე­გან­მა მა­მას, თო­მას მარ­კლს უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, რის გა­მოც მო­უ­წო­დებს მე­განს, რომ მა­მას სა­ჯა­როდ მო­უ­ხა­დოს ბო­დი­ში.

„ვხე­დავ, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­დე­ბა, თუ გულ­წრფე­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, მათ თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ა­ზი­ა­ნეს. რო­მე­ლი კაცი იქ­ნე­ბო­და ბედ­ნი­ე­რი და რო­მე­ლი კაცი იგ­რძნობ­და თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ისე­თი ცხოვ­რე­ბა რომ ჰქონ­დეს, რო­გო­რიც ახლა ჰა­რის აქვს?! იმ წუ­თი­დან­ვე, როცა ჰარი მას რა­ი­მე­ზე ­წი­ნა­აღ­მდე­გობას გაუწევს, მე­გა­ნის­თვის ის სა­ზი­ზღა­რი გახ­დე­ბა“, – ამ­ბობს სა­მან­ტა მარ­კლი.

მე­გან­სა და მის დას ძა­ლი­ან რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ჰერ­ცო­გი­ა­ნია ამ­ბობს, რომ ის ისე გა­ი­ზარ­და, რომ სა­მან­ტა ნა­ნა­ხი არც ჰყავ­და, რომ ორი დე­კა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია. თუმ­ცა სა­მან­ტა სხვა რა­მეს ამ­ტკი­ცებს, მისი თქმით, ად­რე­ულ წლებ­ში დებს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს.