ჯონი დეპმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სურს სიმართლე გაირკვეს, რათა საკუთარი რეპუტაცია დაიცვას და შვილებიც იხსნას უსაფუძვლო ჭორებისგან.
„ჩვენი ურთიერთობის მანძილზე გვქონია უთანხმოებები და შელაპარაკებები, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ იმ მდგომარეობაში, რომ ამბერს ხელით შევხებოდი, არც სხვა რომელიმე ქალისთვის დამირტყამს ცხოვრებაში“, – თქვა ჯონი დეპმა. მანვე ისაუბრა მასმედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე და ყოფილი ცოლის ინტერვიუებზე, რომლებიც, დეპის თქმით, მისი და მისი შვილებისთვის რეპუტაციის შემლახველი იყო.
სასამართლო პროცესზე ისიც ითქვა, რომ დეპს ყოფილმა ცოლმა ჩხუბის დროს თითი მოაჭრა. აღნიშნულის შესახებ ჩვენება ჯონი დეპის პირადმა ექიმმა დევიდ კიპერმა მისცა. კიპერი ჰყვება, რომ ამბერ ჰერდმა დეპს ჩხუბის დროს ბოთლი ესროლა. ამ დროს მსახიობს თითი დაუზიანდა, რის გამოც ექიმთან მივიდა. ექიმმა ნახა და დაადასტურა, რომ დეპს თითის ნაწილი აღარ ჰქონდა. მოგვიანებით დეპის მოჭრილი თითი მისმა მზარეულმა სახლში იპოვა და ექიმთან წაიღო. აღნიშნულის შემდეგ მსახიობს ოპერაცია ჩაუტარდა და თითი შეუნარჩუნდა. ამბერ ჰარდი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა თითი თვითონ მოიჭრა.