თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელი Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია, იუწყება კომპანია Twitter.
შესყიდვის ფასი ითვალისწინებს პრემიას 2022 წლის 1 აპრილს ბირჟების დახურვისას ფასის 38%-ის ოდენობით. გარიგების დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარე წელს არის ნავარაუდევი, Twitter კერძო კომპანია გახდება, ნათქვამია პრეს-რელიზში.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით Twitter-ის აქციები ვაჭრობის დროს აშშ-ში ერთ აქციაზე 5,75%-ით, 51,74 დოლარამდე გაძვირდა.
ამერიკელმა მეწარმემ და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სოციალური ქსელის აქციების 9,2% შეიძინა, ხოლო 14 აპრილს განაცხადა, რომ მზადაა 43,4 მილიარდ დოლარად იყიდოს Twitter-ის ყველა აქცია — თითქმის 40%-იანი პრემიით.