სტამბულის კაფეში გასროლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა

Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. უცნობი პირების მიერ სტამბულის ერთ-ერთ კაფეში გასროლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, კიდევ ერთ კი დაიჭრა.
„ბოროტმოქმედები შეიჭრნენ კაფე „ბაგჯილარში“, გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაიჭრა“, - იუწყება პორტალი Haberturk.
დაჭრილი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პორტალის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელთა დაკავების ოპერაცია დაიწყო, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.