ცხოვრების სხვადასხვა ასაკში ისე შევდივართ, რომ რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, ზურგს უკან არანაირი გამოცდილება არ გაგვაჩნია. ასაკთან შეგუება ძალზე ადვილი იქნებოდა, ის რომ ასე მალ-მალე არ იცვლებოდეს.
გთავაზობთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს ადამიანის ცხოვრების ოთხ ეტაპზე — ბავშვობაზე, ახალგაზრდობაზე, მოწიფულ ასაკსა და სიბერეზე.
ბავშვობა
უბრალოდ, დაუჯერებელია, რომ 100.000 სპერმატოზოიდს შორის თქვენ აღმოჩნდით უსწრაფესი — სტივენ პერლი
როდესაც ირგვლივ ყველაფერი საოცარია და გაოცებას არაფერი იწვევს, ეს არის კიდეც ბავშვობა — ანტუან დე რივაროლი
ბავშვები — ეს პატარა ანგელოზები არიან, ვისი ფრთებიც მათი ფეხებისა და ხელების ზრდის მიხედვით მოკლდება — ჟან ლაბრუიერი
ყოველი მოზარდის ცხოვრებაში არის პერიოდი, როდესაც მას ვერ გაუგია: როგორ შეძლეს ასეთმა უტვინო მშობლებმა ამქვეყნად ასეთი საზრიანი ბიჭუნას მოვლინება?— გლენ ფრაი
ახალგაზრდობა
ახალგაზრდობა ნაკლია, რომელიც მალე გადის — იოჰან ვოლფგანგ გოეთე
ყოველ ასაკს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ახალგაზრდობას — ამაზე უარესიც — გენადი მალკინი
მხოლოდ ახალგაზრდობა იღებს უფრო მეტს, ვიდრე ხარჯავს — ვლადისლავ გჟეგორჩიკი
ახალგაზრდა თაობამ დღეს არა მარტო იმაზე მეტი იცის სექსის შესახებ, ვიდრე მე ვიცოდი მათ ასაკში, არამედ იმაზე მეტი, ვიდრე ახლა ვიცი — სემ ლევენსონი
ადამიანი ახალგაზრდაა, როდესაც სისულელეების ჩადენის ჯერ კიდევ არ ეშინია — პიოტრ კაპიცა
მოწიფული ასაკი
ყველაზე სასიამოვნო ასაკი ისაა, რომელიც დაქანებისკენ მიდის, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიექანება უფსკრულში — სენეკა
შუახნის ასაკია, როდესაც ჯერ კიდევ გჯერა, რომ ხვალ უკეთ იგრძნობ თავს — ლორენს პიტერი
მოწუფულობისას თქვენი ასაკი თქვენი სხეულის შუა ნაწილს ეტყობა — ბობ ჰოუპი
მოწიფულ ასაკში ყოველ ახალ შეგრძნებას უყურებ, როგორც სიმპტომს — ლორენს პიტერი
მოწიფულ ასაკში ორი მაცდური წინადადებისგან ირჩევ იმას, რომელიც სახლში ადრე დაბრუნების საშუალებას მოგცემს — დენ ბენეტი
შუახნის ასაკია, როდესაც ძალზე ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ პენსიაზე გახვიდე და ძალზე მოხუცი — იმისთვის, რომ სხვა სამსახური იშოვო — ლორენს პიტერი
შუახნის ერთ-ერთი არსებითი სიამოვნებაა ათვალიერო იმ გოგონების ფოტოები, რომლებზეც არ დაქორწინდი — ლორენს პიტერი
სიბერე
სამოცი წლის ასაკში სამყაროთი დაღლა იწყება, სამოცდაათის — სამყაროა დაღლილი თქვენით — აქსელ ოქსენშერნა
ოცი წლისას გაწუხებთ, რას ფიქრობენ თქვენზე, ორმოცი წლისას — სულ არ განაღვლებთ, რას ფიქრობენ თქვენზე, სამოცი წლისამ უკვე იცით, რომ საერთოდ არავინ ფიქრობდა თქვენზე — ეიმენ დენიელი
არ არიან ისეთი დაუძლურებული მოხუცები, რომ ერთი ზედმეტი დღის იმედისა რცხვენოდეთ — სენეკა
ძალიან მეშინოდა სიბერის. მეშინოდა, რომ მაშინ უკვე ვეღარ შევძლებდი ყველაფერ იმის გაკეთებას, რაც მინდოდა. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ საერთოდ აღარ მინდა იმის გაკეთება — ნენსი ასტორი
სიბერეში გონების ნაკლოვანებები უფრო შესამჩნევი ხდება ისევე, როგორც გარეგნობის — ფრანსუა ლაროშფუკო
ოთხმოცი წლისამ უკვე აბსოლუტურად ყველაფერი იცით. მაგრამ როგორ უნდა გაიხსენოთ?— ჯორჯ ბერნსი
სიბერე — ესაა, როდესაც იცი ყველა კითხვის პასუხი, მაგრამ არავინ გეკითხება — ლორენს პიტერი
სიბერეში მხოლოდ ერთი შვებაა: ის, რაც ახალგაზრდობაში ვერ მიიღე, სიბერეში აღარც გჭირდება.