თბილისი, 24 აპრილი — Sputnik.უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, მეზობელ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.
ილია მეორემ აღდგომის ღამეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა. სამებაში ღამით ასობით მორწმუნე შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფოს პირველი პირებიც იყვნენ.
„ამჟამად არსებული მდგომარეობა ისეთია, რომ აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება. პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს“, - ბრძანა პატრიარქმა.
სააღდგომო მიმართვაში როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ნებისმიერ ომს მოაქვს „დიდი უბედურება, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, თესავს სისასტიკესა და სიძულვილს“.
ილია მეორე მოუწოდებს მორწმუნეებს, არ დაივიწყონ რომ უფალმა კაცობრიობა არაერთხელ იხსნა რთული ვითარებიდან და რომ მნიშვნელოვანია მიუხედავად ყველაფრისა არ დაკარგონ ადამიანური ღირსება.
„მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
ყველაზე მძიმე წუთებში, სადაც არ უნდა იყვნენ მორწმუნენი, პატრიარქი მოუწოდებს ლოცვისკენ და უბრალო სიტყვების „უფალო შეგვიწყალე“ წარმოთქმისკენ.
„ესორი სიტყვაღრმა აზრისშემცველია; მისისაშუალებით ჩვენვაღიარებთ, რომღმერთს ვართმინდობილნი დამას შევთხოვთმფარველობას, რომცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედიგვაქვს მისიმოწყალებისა, ვაღიარებთიმასაც, რომმის გარეშევერც სულიერსიბრძნეს შევიძენთდა ვერცბოროტს დავამარცხებთ“, - ბრძანა პატრიარქმა.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.