ყვითელი ამბები

„თმას ჩემით ვიღებავ...“ - რატომ იცვლის ნინო ჩხეიძე ყველა გადაცემისთვის ვარცხნილობას

ნინო ჩხეიძემ ბოლო რამდენიმე კვირაში თმის ფერი და ვარცხნილობა რამდენჯერმე შეიცვალა.
Sputnik
ტოკშოუ „ღამის პრაიმტაიმის“ წამყვანობის შემდეგ მომღერალი ნინო ჩხეიძე მუდმივად იცვლის თმის ფერს. ამის შესახებ ჩხეიძემ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაცემის დაწყებისას გრძელი შავი თმა ჰქონდა, მეორეზე – მოკლე წითელი, შემდეგ კი დაგრძელებული სპილენძისფერი.

„ჩემ წითელ თავს რომ ვხედავდი ეკრანზე, ცუდად ვხდებოდი. არადა, მანამდე მჯეროდა, რომ მოკლე წითელი თმა ძალიან მომიხდებოდა. მერე ვიფიქრე, გრძელი თმა ხომ არ ჯობდა–მეთქი. მოკლედ, გადაცემის გასვლას არ ველოდები, სამხატვრო ხელმძღვანელს შეცვლილი ფერით და ვარცხნილობით ვხვდები. თან არ დაგავიწყდეთ, ჩემით ვიღებავ. ახლა მაკავებენ, რომ სხვა ფერით არ მოვიდე. არა, შევჯერდით, რომ ეს ფერი მიხდება და სეზონის ბოლომდე მექნება“, – ამბობს ნინო.