ყვითელი ამბები

ჰარისა და მეგანის და დიანასა და ჩარლზის ქორწილები - დაუჯერებელი ბიუჯეტი

ალბათ ვერავინ წარმოიდგენს რა თანხა დაჯდა სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ქორწილები, რომლებსაც უამრავი სტუმარი დაესწრო.
Sputnik
ბრიტანეთის სამეფო ოჯახების ქორწილები მილიონობით დოლარი დაჯდა. ალბათ არავის გაუკვირდება ის ფაქტი, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ცერემონიაა მსოფლიოში. „ინსაიდერების“ ინფორმაციით, სნაიპერების, საიდუმლო პოლიციის, სამხედრო ტექნიკის და უსაფრთხოების თვითმფრინავების ჩათვლით, ქორწილი 45 მილიონი დოლარი დაჯდა.
პრინცესა დიანას ცნობილი „შურისძიების კაბა“, რომლის ჩაცმასაც სამი წელი ელოდა
მხოლოდ ტორტის ფასი 71.600 დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება პრინცი ჰარის მშობლებს – პრინცესა დიანასა და პრინცი ჩარლზის საქორწინო ცერემონია ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ქორწილად ითვლება. 1981 წელს მათი სამეფო ქორწილი 48 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც დღევანდელი გადაანგარიშებით 110 მილიონი დოლარია.
ეს იყო ზღაპრული მოვლენა, ისინი 3.500 სტუმარს მიესალმნენ. პრინცესა დიანას კაბაში შედიოდა 10.000 ნამდვილი მარგალიტი. ტორტის სიმაღლე 5 მეტრი იყო.
Business Insider იუწყება, რომ ყველაზე დიდი თახა უსაფრთხოების დაცვას დასჭირდა.
(წყარო - therichest.com)