ყვითელი ამბები

მარტივი ფსიქოლოგია: რატომ აირჩია პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლი

როდესაც სამყარომ გაარკვია, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შეხვედრა დაიწყეს, საზოგადოებამ მათი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლება დაიწყო.
Sputnik
ბევრმა გააკრიტიკა სასექსის ჰერცოგის არჩევანი იმის გამო, რომ მისი რჩეული ადრე დაქორწინებული იყო და მსახიობის კარიერას ეწეოდა. სხვები წუხდნენ, რომ მისი უდიდებულესობა არ მისცემდა თანხმობას ამ კავშირზე. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც დაინახა კავშირი მეგან მარკლსა და პრინცესა დიანას შორის.
უელსის პრინცესა იყო და რჩება ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წარმომადგენლად – ხალხმა მასში ნახა გულწრფელი და კეთილი ადამიანი, რომელიც აკეთებდა იმას, რასაც გული ეუბნებოდა და არა პროტოკოლი. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ შეიტყო მეგან მარკლის შესახებ, ბევრმა აღნიშნა, რომ პრინც ჰარის ახალი რჩეული მათ გულის დედოფალს ახსენებს.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პრინცესა დიანასადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრებიან
პირველ რიგში აღინიშნა მეგანის საქველმოქმედო ინიციატივები – ის, ისევე, როგორც პრინცესა დიანა, დიდ დროს და ძალისხმევას უთმობს სხვადასხვა ფონდისა და არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას და ასევე აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში. სწორედ სასექსის ჰერცოგის საყვარელმა ალტრუიზმმა შეახსენა ბრიტანეთის ხალხს ის საქმიანობა, რასაც უელსის პრინცესა წარსულში აკეთებდა.
ახლახან ჟურნალისტებმა დილან ჰოვარდმა და ენდი ტილეტმა გამოუშვეს წიგნი „სამეფო ომი“, სადაც მათ გააანალიზეს არა მხოლოდ დიანასა და მეგანს შორის მსგავსება, არამედ ისიც, რატომ მიაქცია ყურადღება მეგანს პრინცმა ჰარიმ. გამოცემის ავტორების აზრით, სასექსის ჰერცოგი შეეცადა დედის შემცვლელი ეპოვა, რომელიც მან ასე ადრეულ ასაკში დაკარგა.
პრინცესა დაიანას ძმისშვილი 32 წლით უფროს მილიარდერზე გათხოვდა - ფოტოები
„ჰარი ქვეცნობიერად ეძებდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო შეეცვალა მისი დედა, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა ავტოავარიაში”, – წერენ ჟურნალისტები. ჰოვარდმა და ტილეტმა ასევე გააანალიზეს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებები ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან გამოყოფისა და ოფიციალური მოვალეობების შესრულების შესახებ. ავტორების აზრით, ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია სასექსის ჰერცოგის მოგონებებით დედის შესახებ, რომელიც პაპარაცების მხრიდან ნამდვილ დევნას განიცდიდა, რომლებსაც პრინცესა დიანას გარდაცვალებაში ადანაშაულებდნენ გარკვეული დროის განმავლობაში. ამ გზით ჰარის სურდა დაეცვა თავისი ოჯახი საზოგადოების გახშირებული ყურადღებისა და ზეწოლისგან, რომელიც განიცადა უელსის პრინცესამ.