თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ინვესტიციების მართვის ამერიკული კომპანია Apollo Global Management განიხილავს სესხის გაცემის საკითხს Twitter-ის შესაძენად, რაზეც პრეტენზიას ილონ მასკი აცხადებს, იუწყება Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით.
„Apollo-ს შეუძლია მისცეს მასკს ან ვაჭრობის სხვა პრეტენდენტს, მაგალითად, კერძო საინვესტიციო კომპანია Thoma Bravo LP-ს საკუთარი კაპიტალი ან ობლიგაციები შეთავაზების მხარდასაჭერად“, — წერს გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც საკითხში გაცნობიერებული ადამიანები აცხადებენ, Apollo, რომელიც ასევე ფლობს Yahoo-ს, ფრიად აფასებს პოტენციურ თანამშრომლობას ამ კომპანიასა და Twitter-ს შორის.
ამერიკელმა მეწარმემ და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა, რომელმაც თვის დასაწყისში სოციალური ქსელის აქციების 9,2% შეიძინა, გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მზადაა 43,4 მილიარდ დოლარად იყიდოს Twitter-ის ყველა აქცია — თითქმის 40%-იანი პრემიით.
მეორე დღეს კი ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Thoma Bravo-მ განაცხადა, რომ ისიც განიხილავს სოციალური ქსელის შეძენის საკითხს.
ახლა Twitter-ის აქციების ფასი წინასწარ ვაჭრობაზე 0,72%-ით ძვირდება.