დღეს 2022 წლის 19 აპრილია, სამშაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
გაქვთ სასურველის მიღწევის დიდი შანსი. დროა, განახორციელოთ ის, რასაც დიდი ხანია, გეგმავთ, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედეთ. იდეალური დღეა მოლაპარაკებების, ახალი პროექტების განხილვისა და პრეზენტაციისთვის.
ვერძი: მოემზადეთ გარშემომყოფებისგან ჭკუის სწავლების მოსმენისთვის. შესაძლოა, მოგიწიოთ მოსაწყენ საუბარში ჩართვა, რომელიც უფრო თანამოსაუბრის მონოლოგი იქნება და თქვენ უტყვი მსმენელის როლს მოირგებთ. არ გაანდოთ ირგვლივ მყოფებს საკუთარი იდეები, თუ გინდათ, რომ მათგან ირონიული შენიშვნები არ მიიღოთ.
კურო: გარშემომყოფებთან დისონანსში იქნებით. მათი მოქმედებები არამტკიცე მოგეჩვენებათ, მათ კი თქვენი მიზანსწრაფულობა და კატეგორიულობა შეაშინებთ. შეეგუეთ იმ აზრს, რომ დღეს ვერავის ვერაფერში ვერ დაარწმუნებთ, და თუ თქვენს გეგმებში დარწმუნებული ხართ, მარტოს მოგიწევთ მოქმედება.
ტყუპი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება. თან, რაც უფრო სწრაფ და მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს თქვენგან გარემოება, მით უფრო შეანელებთ ტემპს. ამიტომ კარგი იქნება, თუ გარშემომყოფები არ დაგაჩქარებენ და თქვენ ირგვლივ ქაოსს არ შექმნიან. ასე უფრო დაფიქრებით და მაკფიოდ იმოქმედებთ.
კირჩხიბი: დღეს ძალიან პრაქტიკული ხართ. ეს რომანტიკულ ურთიერთობებსაც ეხება. მაგალითად, თუ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარს, ეძებთ, პირადი ნივთის მაგივრად საოჯახო ნივთს შეარჩევთ, ამასთან, ხელმომჭირნეც იქნებით. ამას დადებითი მხარეც ექნება – დღეს ნებისმიერი ყოფითი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ.
ლომი: მშვიდი დღე გელოდებათ. არსად გეჩქარებათ, საქმეები კარგად ეწყობა. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ და დრო მოდასა და სილამაზეს მიუძღვნათ. მაგალითად, დილით ფიტნესი, შუადღისას შოპინგი, ხოლო საღამოს – არომატული აბაზანა. ხვალ დილით თავს შესანიშნავად იგრძნობთ.
ქალწული: მთელი დღე თქვენს ახლობელ ადამიანებზე იფიქრებთ. შესაძლოა, ვინმეს რამე პრობლემა აქვს და შეგიძლიათ დახმარება, მორალური მხარდაჭერა. ექსპერტები გირჩევენ, არ თქვთ უარი დახმარებაზე. დაუთმეთ დრო ახლობლებს, გადადეთ პირადი ან სამუშაო საქმეები, რათა სათანადოდ დაუჭიროთ მხარი ახლობელ ადამიანს.
სასწორი: შესაძლოა, მოიწყინოთ. აქტიურობისთვის ხართ განწყობილი, თუმცა სიტუაცია ისე აეწყობა, რომ ენერგიის დახარჯვას ვერ მოახერხებთ. საქმეები სახლშიცა და სამუშაოზეც თქვენგან აუჩქარებელ ტემპს მოითხოვს. ამას თავისი პლუსიც ექნება – ზოგიერთი საქმე, რომლებიც დაფიქრებას მოითხოვს, წინ წაიწევს.
მორიელი: დღეს ყოფითი და საოჯახო ბიუჯეტის საკითხები დაგაინტერესებთ. ყველაფერს გააკეთებთ მათ მოსაწესრიგებლად. ამასთან, იფიქრეთ ფინანსურ გეგმებსა და საქმეებზე. ავანტიურულ პროექტებს მაშინვე შენიშნავთ და თავს აარიდებთ მათ. შეგიძლიათ ზაფხულის შვებულებაზე დაფიქრება და ფულის შეგროვების დაწყება.
მშვილდოსანი: ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ სჯობს, ეს დამალოთ, რომ გარშემომყოფები არ შეაშინოთ. დღე თქვენგან აუჩქარებელ რიტმს, აწონილ–დაწონილ და კონსერვატიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ამის წყალობით შეცდომების დაშვების ალბათობა უმცირესი იქნება. შეძლებთ საქმეებში წინ წაწევას.
თხის რქა: სასიცოცხლო ენერგია დაქვეითებული გაქვთ. გაგიჭირდებათ საქმეებთან გამკლავება. რასაც ხელს მოჰკიდებთ, დიდი ალბათობით, კონსერვატიულ მეთოდებს გამოიყენებთ, ან პრობლემის გადაჭრას სამომავლოდ გადადებთ. ექსპერტები გირჩევენ, განწყობის ასამაღლებლად რამე შემოქმედებით ღონისძიებას დაესწროთ.
მერწყული: თუ კონსერვატიული მეთოდებით იმოქმედებთ, ბევრს მიაღწევთ, მაგრამ ეს თქვენთვის ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდება. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დააბალანსოთ ეს ვითარება. მაგალითად, კარგი იქნება, თუ ექსპერიმენტებს შეიტანთ პირად ცხოვრებაში, ხოლო სამუშაოზე ნაცად მეთოდებს მიმართავთ.
თევზები: მოქმედებებისთვის საუკეთესო ვარიანტია გამოცდილი მეთოდებით საქმიანობა. დიდი ალბათობით, ექსპერიმენტირების ნებისმიერი მცდელობა ჩავარდება. უფრო მეტიც, ასეთი რამ, შესაძლოა, ფიქრადაც არ გაივლოთ. დღეს კონსერვატიული მოქმედებებით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე თუნდაც ბრწყინვალე ექსპრომტით.