თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში (აშშ) სროლის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.
პოლიციის პირველადი გამოძიების თანახმად, მოკლევადიანი იჯარით გაცემულ შენობაში იმართებოდა წვეულება, რომელშიც 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ბევრი მათგანი არასრულწლოვანი იყო. შენობაში მოხდა ორმოცდაათამდე გასროლა, კიდევ რამდენიმე გარეთ გაისმა. აღნიშნულია, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციაში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები, რის შემდეგაც კვლავ მოხდა გასროლა „და გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ტერიტორიას ფეხით და მანქანებით ტოვებდნენ“.
„საავადმყოფოში ორი დაშავებულის გარდაცვალება დადასტურდა - ორივე მოზარდია... დაღუპულების ჩათვლით, სულ მცირე 11 ადამიანს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები“, - ნათქვამია პოლიციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წყარო - City of Pittsburgh