რუსეთმა უკრაინაში შეიარაღების მიწოდების გამო ყველა ქვეყანას ნოტა გაუგზავნა

აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის, რომელიც მოიცავს არტილერიას, ჯავშანტრანსპორტიორებს და ვერტმფრენებს.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. მოსკოვმა ყველა ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებს გაუგზავნა ნოტები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაადასტურა.
РИА Новости-ს ცნობით, ინფორმაცია ნოტების შესახებ გამოქვეყნდა Washington Post-ში და ზახაროვა ჟურნალისტის კითხვაზე სწორედ ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით უპასუხა.
„დიახ, გავუგზავნეთ“, - განაცხადა ზახაროვამ.
კითხვაზე, კონკრეტულად, რომელ ქვეყნებს გაეგზავნათ ნოტები, მარია ზახაროვამ უპასუხა: „ყველაში“.
ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოუყოფენ. პენტაგონში დააზუსტეს, რომ კიევს გადასცემენ 155 მმ კალიბრიან 18 ჰაუბიცას და 40 ათას საარტილერიო ჭურვს, 300 ერთჯერად დრონს Switchblade, 200 ჯავშანტრანსპორტიორს M113, 100 ჯავშანმანქანას Humvee, 11 ვერტმფრენს Ми-17, ასევე 500 რაკეტას Javelin, 12 რადიოლოკაციურ სადგურს (ოპერატორებს ამერიკელი ინსტრუქტორები მოამზადებენ), უპილოტო კატარღებს სანაპიროს დასაცავად, 2.000 ოპტიკურ მოწყობილობას, 30 ათას ჯავშანჟილეტსა და ჩაფხუტს, პლასტიკურ ასაფეთქებლებს С4 და ნაღმებს M18A1.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყარო - РИА Новости