დღეს 2022 წლის 16 აპრილია, შაბათი. სავსემთვარეობა სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
როგორც ჩანს, დღე ისე არ აეწყობა, როგორც გეგმავდით, ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ მოგიწევთ გეგმების შცვლა, იმპროვიზირება. დღის პირველ ნახევარში კარგი იქნება ინიციატივის გამოჩენა როგორც საქმიანობაში, ისე პირად ურთიერთობებში. მეორე ნახევარი ძველი შეცდომების გამოსწორებას დაუთმეთ.
ვერძი: არავის ეჩხუბოთ, იმათაც კი, ვინც თითქოს თქვენს გამოყვანას ცდილობს მდგომარეობიდან. მოძებნეთ კომპრომისები. ასე შესამჩნევად გაიმარტივებთ ცხოვრებას. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. აქ იღბალი თქვენ გვერდით იქნება. ზოგიერთი თქვენგანი შემოსავლების ახალ წყაროს მოძებნის.
კურო: იოცნებეთ, მაგრამ ილუზიებს არ აჰყვეთ. კარგი დღეა მომავალზე საუბრების, გეგმების განხილვისთვის. საგნებს რეალურად შეხედავთ, თქვენი რჩევები ბევრს გამოადგება. დღის მეორე ნახევარი მოგცემთ შანსს, მოაგვაროთ ძველი უთანხმოებები, შეურიგდეთ, მათ, ვისთანაც ნაჩხუბარი იყავით.
ტყუპი: არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო. რაღაც სირთულეები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება. აგიმაღლებთ განწყობას ურთიერთობები ძველ ნაცნობებთან. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება. ბევრ საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებით.
კირჩხიბი: თუ აუცილებელი არაა, საქმეებს დილით ადრე ნუ შეუდგებით. სჯობს, ამ დროს დაისვენოთ ან სასიამოვნო საქმეები გააკეთოთ, რომლებიც არ დაგღლით. ასე შეძლებთ ენერგიის აღდგენას. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ სერიოზული საქმეების გაკეთება. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
ლომი: გააკეთეთ ის, რისკენაც გული გაგიწევთ. ინტუიცია არ დაგაღალატებთ – რამდენიმე საქმიდან იმას შეარჩევთ, რომელიც ყველაზე პერსპექტიულია. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დიდი ხნით არ გადადოთ. დღის პირველ ნახევარში უფრო ადვილი იქნება საერთო ენის გამონახვა განსხვავებულ ადამიანებთან.
ქალწული: ადვილი იქნება საქმეებში წარამტების მიღწევა. თამამ წამოწყებებს იღბალი ახლავს თან. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანია, რომ განცდებს არ აჰყვეთ და წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ, ეცადეთ, ცხოვრებას პოზიტიურად შეხედოთ. თუ შეძლებთ ნეგატივთან გამკლავებას, ბარიერებს გადალახავთ.
სასწორი: თუ არ ეცდებით, რომ ყველა ამოცანა მარტომ გადაწყვიტოთ, ბევრი რამ კარგად გამოგივათ. იქნებიან თქვენი დახმარების მსურველები, მიეცით მათ ამის შესაძლებლობა. კარგი სიახლის გამო შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში.
მორიელი: დროა, მნიშვნელოვან საკითხებზე დაილაპარაკოთ – არის საკითხები, რომელთან განხილვა აღარ უნდა გადადოთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ საჭირო სიტყვებს იპოვით. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები, მათ შორის ისეთიც, რომელზეც დიდი ხანი ოცნებობდით. შესაძლებელია სურვილების ახდენა.
მშვილდოსანი: ახლობლებთან მომთმენი იყავით. დღეს მათთან საერთო ენის გამონახვა რთული იქნება. უთანხმოებები სულ უმნიშვნელო რამის გამო შეიძლება დაიწყოს. შეგწევთ ძალა, რომ კონფლიქტი აიცილოთ თავიდან. ნებისმიერი საქმისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება. ადვილად მოახდენთ ყურადღების კონცენტრაციას.
თხის რქა: რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ დღეს გაჩენილი იდეა, მასზე უარის თქმა არ იჩქაროთ. შესაძლოამას მოგვიანებით დაუბრუნდეთ, როცა უფრო ხელსაყრელი დრო დადგება. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. ამ დროს კარგი იქნება დასვენება, ძველ ნაცნობებთან შეხვედრამ რაც ძალიან გაგახარებთ.
მერწყული: შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებებისთვის. დღეს შეძლებთ საერთო ენის გამონახვას იმ ადამიანებთან, რომლებთანაც შეიძლება დაძაბული ურთიერთობები გქონდათ. თუ დღის პირველი ნახევარი ჩვეული საქმეებისთვის გამოდგება, მეორე ნახევარი კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
თევზები: მზად იყავით იმისთვის, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგიწევთ. რთული იქნება გეგმის მიხედვით მოქმედება. მოგიწევთ იმპროვიზირება. თავდაპირველად ეს გაგაღიზიანებთ, მაგრამ შემდეგ უკვე გაგიტაცებთ გზადაგზა ახალ–ახალი რაღცების მოფიქრება.