მსოფლიო დღეს

JAUKUS არ შედგება: პსაკიმ იაპონიის ალიანსში მიწვევა უარყო

Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ უარყო იაპონური მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ იაპონიას ალიანს AUKUS-თან მიერთება შესთავაზეს, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე შეიქმნა.
რამდენიმე დღის წინ ეს ინფორმაცია იაპონურ გაზეთ Sankei-ზე დაყრდნობით გავრცელდა.

„ეს ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს“, — განაცხადა პსაკიმ რეგულარულ ბრიფინგზე, რომელიც NBC News-ის ეთერით გადაიცემოდა.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის თქმით, ეს ვარიანტი ამ ეტაპზე არ განიხილება.
მსოფლიო დღეს
იაპონიას AUKUS-ში გაწევრიანება შესთავაზეს
ამასთან პსაკიმ განმარტა, რომ ამ ალიანსში შემავალი სამი ქვეყნის პრიორიტეტი ამჟამად არის მოწინავე შეიარაღების ერთობლივი განვითარების პროგრამის დეტალების შეთანხმება.
„ამავდროულად ეს არ გულისხმობს JAUKUS-ს — [იაპონიის ჩართვას AUKUS-ში]“, — დააზუსტა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
როგორც მანამდე Sankei წერდა, AUKUS-ის ქვეყნები დაინტერესებული არიან იაპონიასთან პარტნიორობით, რადგან იაპონიის მაღალიტექნოლოგიური პოტენციალი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კიბერსივრცე, კვანტური ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ., შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰიპერბგერითი იარაღისა და ელექტრონული ომის განვითარებაში.