დღეს 2022 წლის 14აპრილია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს გარეგნობასთან დაკავშირებით. იქნებ, ახლა სწორედ ეს გჭირდებათ. ასევე კარგი იქნება ინტერიერის მცირე კოსმეტიკური განახლება. თუ ახალ საქმეებს ვერ უმკლავდებით, შეისვენეთ და შემდეგ ახალი ძალებით შეუდექით საქმეს. არ დაივიწყოთ, რომ ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდება, ცხოვრება გრძელდება.
ვერძი: ახალი გეგმების რეალიზებას დაუყოვნებლივ შეუდექით. გარშემომყოფები დაგეხმარებიან. მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელთან დამეგობრებაც დიდი ხანია გინდოდათ. თქვენ შორის ურთიერთსიმპათია გაჩნდება. ჩვეული საქმეები გულდასმით გააკეთეთ, თუნდაც მოსაწყენი გეჩვენებოდეთ.
კურო: ეცადეთ, ემოციური მდგომარეობა გააკონტროლოთ. განწყობის ხშირი ცხვლის გამო, შესაძლოა, ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები გაგიფუჭდეთ. წაგადგებათ დასვენება, გარემოს გამოცვლა. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები „გადატვირთვის“ საშუალებას მოგცემთ. არ არის გამორიცხული რომანტიკული გატაცება.
ტყუპი: სასურველია, ყველაფერში საკუთარი გამოცდილებისა და ჯანსაღი აზრის იმედი გქონდეთ. ასე სერიოზული პრობლემები არ შეგექმნებათ. კარგი დღეა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. არაა გამორიცხული გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, პრობლემები წყნარად, აყალმაყალის გარეშე გადაჭრათ.
კირჩხიბი: კარგი დღეა იმ საქმეების დასამთავრებლად, რომლებიც გაურკვეველი ვადით გადადეთ. სასიყვარულო სფეროში ფიასკო შეიძლება განიცადოთ, თუ ჯიუტად გამოაჩენთ ლიდერის თვისებებს. ნუ მოახვევთ პარტნიორს ავტორიტარულ აზრებს იძულებით თავს. იყავით უფრო დამთმობი.
ლომი: არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს გარეგნობასთან დაკავშირებით. ცუდი არ იქნება, თუ ძველ, უსარგებლო ნივთებს გადაყრით, ასევე შეიძლება გაჩნდეს ზოგიერთი ცხოვრებისეული არააქტურალური ორიენტირის გადახედვის აუცილებლობა. თავის გაკონტროლება სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.
ქალწული: დროა, დეტალურად დაგეგმოთ სამოქმედო ნაბიჯები. წაგადგებათ გარკვეული განახლებები. თუ ახალი უნარების ათვისება გაგიჭირდებათ, შეისვენეთ და შემდეგ ახალი ძალებით შეუდექით საქმიანობას. თქვენი ცხოვრებისეული შეხედულებები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
სასწორი: გადადგით პირველი ნაბიჯი, ამჟამად ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, შემდეგი ნაბიჯები გათვალოთ. კარგი იქნება, თუ ზოგიერთ შინაგან შეზღუდულობას მოიხსნით. ნამდვილად ღირს, ყურადღება გლობალური პრობლემებისგან გადაიტანოთ და გააკეთოთ ის, რაც პირადად თქვენ გესიამოვნებათ.
მორიელი: შეიცვალეთ გარეგნული იმიჯი – შესაძლოა, ახლა სწორედ ეს გჭირდებათ. პირველი ნაბიჯის გადადგმა, სავარაუდოდ, გაგიჭირდებათ, მაგრამ ყველაფერი გამოგივათ. წაგადგებათ აქტიური დასვენება. შესაძლოა, ახლობლებს თქვენთან პირადი საუბარი უნდათ, ამიტომ ყურადღება გამოიჩინეთ მათ მიმართ.
მშვილდოსანი: სამსახურში ინიციატივის გამოჩენა არ ღირს – რამის გაუმჯობესების ნებისმიერ მცდელობას ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერა არ მოჰყვება. ვისაც ჯერ არ უპოვია ნამდვილი სიყვარული, საინტერესო ნაცნობობა ელოდება, რომელიც შეიძლება სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდოს.
თხის რქა: სცადეთ და ყოველდღიურობაში რამე ცვლილება შეიტანეთ. ნახავთ, რომ ეს დადებით შედეგს მოიტანს. წარსულზე ნერვიულობა არ ღირს, დროა, მომავალზე იფიქროთ და გეგმები დააწყოთ. შესაძლოა, თქვენს წრეში ახალი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც მალე თქვენი კარგი მეგობრები გახდებიან.
მერწყული: დიდი გარიგებები ნუ შეგაშინებთ. ეცადეთ, ცხოვრებაში რაღაც სიახლე შეიტანოთ – ამას მოულოდნელი დადებითი შედეგი ექნება. არაა გამორიცხული, რომ საქმიანობის შეცვლაზე იფიქროთ. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, მაგრამ მათი დაუყოვნებლივი რეალიზება არ იჩქაროთ.
თევზები: კარგი იქნება, თუ დღეს მშვიდ დასვენებას მიუძღვნით. საღამო შეგიძლიათ სახლში მარტომ გაატაროთ – განმარტოება პერიოდულად ყველას ესაჭიროება. ახალი ნაცნობობა კარგია, მაგრამ ძველი მეგობრები არ დაივიწყოთ. შეძლებისდაგვარად ისწავლეთ რამე ახალი – ეს ძალზე მნიშვნელოვანია.