მუსიკოსი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ბრაზილიაშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ართობენ ბერა და მისი მოდელი მეუღლე ნანუკა გუდავაძე შვილს, პატარა ბერუკას.
როგორც ჩანს, წყვილმა ბრაზილიას მიაშურა. ოჯახი რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა სამხრეთ კორეიდან, სადაც თითქმის ერთი წელი იცხოვრა. როგორც ბერა ქვეყნის დატოვებამდე ამბობდა, კორეაში მუსიკალური გეგმები ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის იანვარში საბოლოოდ დატოვა პოლიტიკური სივრცე, საზოგადოების თვალთახედვიდან მისი ოჯახის წევრებიც მეტ-ნაკლებად გაქრნენ.