თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.
შეფერხების მიზეზი აღნიშნულ ხაზზე მოძრავი ერთ-ერთი შემადგენლობის ტექნიკური გაუმართაობაა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ.
თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.