თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა ნიუ-იორკის მეტროში სროლის შედეგად, იუწყება ტელეარხი ABC.
პოლიციის უფროსის კიშანტ სიუელის თქმით, ეჭვმიტანილი შავკანიანი მამაკაცია და ის ამ დრომდე იძებნება. ხალხმა შეამჩნია აირწინაღიანი და მშენებლის მწვანე ჟილეტში გამოწყობილი მამაკაცი, რომელმაც გახსნა კანისტრა, საიდანაც კვამლი წამოვიდა, შემდეგ კი ის გამოეკიდა მგზავრებს და მათი მისამართით სროლა ატეხა.
„ნიუ-იორკის მეტროში მომხდარი სროლის ფაქტზე როგორც ტერაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს, მეტროში აქტიური ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იქნა ნაპოვნი“, – განაცხადა სიუელმა ბრიფინგზე.
მისივე თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ დროისათვის მატარებლებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ არის ნაპოვნი“, – განაცხადა მან.
ინციდენტის შედეგად ნიუ-იორკის მეტროში სროლის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, აქედან ათი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია.