ქობულეთში 29 წლის მამაკაცი ნაჯახით დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციას თავად ჩაბარდა.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი ნაჯახით დაჭრეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა დღეს სოფელ ლეღვაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მეზობელმა ნაჯახით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
შსს-ში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.