ხულოში მეწყერი ჩამოწვა

მეწყერსაშიშ ზონაში სამი ოჯახი ცხოვრობს, ისინი უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში 9 აპრილს მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელები“.
„მიმდებარედ მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს, სახლები დაზიანებული არ არის, მათი გადაყვანა უსაფრთხოების მიზნით მოხდა. ხულოს მერი იყო ადგილზე მოსული, ველაპარაკე და სამივე ოჯახი ქირით გადავიყვანეთ ისევ სოფლის ტერიტორიაზე. ორი ოჯახი ნათესავთან დაბინავდა, ერთი ოჯახი კი – მეზობლად დაკეტილ სახლში შევიდა საცხოვრებლად“, – განაცხადა ხულოს მერიის წარმომადგენელმა მამუკა ქამაშიძემ.
მისი თქმით, დღეს ადგილზე გეოლოგებმა იმუშავეს და მათი დასკვნის შემდეგ გაირკვევა, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ სამ ოჯახთან დაკავშირებით რა ზომებს უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტმა.
გეოლოგების დასკვნას მერიაში უახლოეს მომავალში ელოდებიან.