მსოფლიო დღეს

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები - ეგზიტპოლების პირველი მონაცემები

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს არის დაგეგმილი
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობენ მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის“ კანდიდატი მარინ ლე პენი - შესაბამისად ხმების 24,7% და 23,5%-ით, მოწმობს ეგზიტპოლების პირველი მონაცემები.
საფრანგეთში და მის საზღვაო ტერიტორიებზე კვირას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას (50% პლუს ერთი ხმა), ჩატარდება მეორე ტური. ის 24 აპრილს არის დაგეგმილი.
ეგზიტპოლების მონაცემებით, მაკრონს და ლე პენს მოსდევს „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, ულტრამემარცხენე პარლამენტარი ჟან-ლუკ მელანშონი - ხმების 19%-ით. შემდეგ მოდიან ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ვალერი პეკრესი და ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური - თითოეული ხმების 8%-ით.
საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით. არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 49 მილიონ ამომრჩეველს შეეძლო. აქტივობამ 17.00 საათისთვის (ადგილობრივი დროით) 65% შეადგინა.