გარდაიცვალა თეატრალური კრიტიკოსი ვერა წერეთელი

ვერა წერეთლის კოლეგები მას თავისი დარგის პროფესიონალს უწოდებენ, ხოლო მის ნამუშევრებს - „ოსტატობის ეტალონს".
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. გარდაიცვალა გამოჩენილი თეატრალური კრიტიკოსი, ჟურნალისტი, ჟურნალ „რუსული კლუბის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ (International Federation of Journalists) წევრი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირისა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი ვერა წერეთელი.
ვერა წერეთლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგემ, ნინა შადური-ზარდალიშვილმა გაავრცელა.
„ვერა წერეთელი იყო ჭკვიანი, ნიჭიერი, გამორჩეული პროფესიონალი. და საერთოდ - ასეთი მხოლოდ ის იყო. სხვებისგან განსხვავებით, ორიგინალური და არაჩვეულებრივი. რა კარგია, რომ მოვასწარით და გავახარეთ ვერა ალექსანდროვნა წიგნით, რომელიც მას მიეძღვნა! ვინ იცოდა, რომ ეს მისთვის ჩვენი ბოლო საჩუქარი იყო“, - დაწერა ნინა ზარდალიშვილმა.
ვერა წერეთლის კოლეგები მას თავისი დარგის პროფესიონალს უწოდებენ, ხოლო მის ნამუშევრებს - „ოსტატობის ეტალონს".
ვერა მაკაროვა-წერეთელი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.