თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 28 თებერვლამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 8%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების ცნობით, იანვარ-თებერვალში საქართველოში დაახლოებით 8,7 ათასი დანაშაული მოხდა, რომელთა 43,7%-ია გახსნილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება.
დანაშაულის ტოპ-ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 1-28 თებერვლამდე პერიოდში დაახლოებით 2,6 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 43,8%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ორ თვეში დაფიქსირდა 689 ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 66,9%.
მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 626 ფაქტი 1 იანვრიდან 28 თებერვლამდე, საიდანაც გახსნილია 3,9%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
ქურდობა – 2.666
ოჯახური ძალადობა – 689
სატრანსპორტო დანაშაული – 626
ნარკოდანაშაული – 612
მუქარა – 523.
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, ორ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 10 მკვლელობა, აქედან 4 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 40 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 15 – გაუპატიურება, 2 – ადამიანებით ვაჭრობა.
რამდენი დაისაჯა
საქართველოში 2022 წლის იანვარ-თებერვალში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 3.403 ადამიანი. აქედან 236 პირობით სასჯელს იხდიდა.
1.054 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს. სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 3.338 ადამიანს მოენიჭა.
წყარო - შსს-ს მასალები