თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. აჭარაში 3-9 ივნისს ხმის საერთაშორისო ფესტივალი MiaFonia გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების ვებგვერდზე.
საერთაშორისო ფესტივალი MiaFonia (ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „ჩემი ხმა") აერთიანებს სიმღერის, ხმის და ბგერის პრაქტიკების ოსტატებს. ის ულამაზეს კურორტ გომარდულში მდებარე Gomarduli Zen Garden ცენტრში გაიმართება.
პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს დამწყებთათვის, პროფესიონალებისა და წამყვანებისთვის, კონცერტებს, ხმის და სხეულის „გათავისუფლების“ გაკვეთილებს, იმპროვიზაციის გაკვეთილებს, სიმღერის პლეიბეკ-თეატრს, მეტყველების მუსიკას, სხეულისა და ხმის თერაპიას, მუსიკისა და ცეკვის ჯემებს და მრავალი სხვას.
სტუმრებთან იმუშავებენ პედაგოგები, წამყვანები და ტრენერები რამდენიმე ქვეყნიდან - ისრაელიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ასევე საქართველოდან.
ქვეყანას ფესტივალზე მომღერალი, მუსიკოსი, ქართული ჯგუფ Asea Sool-ის წევრი ატინა კორნელიუსი წარადგენს. ჯგუფი ასრულებს მუსიკას თავისებურ სტილში - „ხმელი-სუნელი". ეს, მუსიკოსების თქმით, არის ქართული ხალხური მოტივების შერწყმა ჯაზთან, ბლუზთან და როკთან.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალის პროგრამა გაიმართება კავკასიის მომაჯადოებელი ბუნების და ქართული ავთენტური სამზარეულოს ფონზე.