საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა

შეწყალებულთა შორის უკრაინის რამდენიმე მოქალაქეა
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ.
აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.
საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
სწორედ ამ დღეს, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჯარმა მრავალათასიანი მიტინგი დაარბია.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი ჩატარდება.