თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ამ დრომდე უცნობი, კოროვირუსის ახალი XE-შტამი გამოვლინდა დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარატში. ეს არის მამაკაცი, რომელიც იქ მუმბაიდან ჩავიდა, განაცხადა შტატის ხელისუფლებამ.
ექიმები განასხვავებენ სამ ხაზს, რომლებიც შეიქმნა COVID-ის სხვადასხვა შტამების მუტაციების შედეგად - ეს არის XD, XE და XF. XD და XF ხაზები „დელტა“და ომიკრონის BA.1 ქვეხაზის ვარიანტებების სინთეზს წარმოადგენენ, ხოლო XE ხაზი არის ომიკრონის BA.1 და BA.2 ვარიანტების კომბინაცია.
ექიმების განცხადებით, მუმბაის სანტაკრუზის რაიონის მკვიდრი მამაკაცის ტესტი COVID-19-ზე დადებითი 12 მარტს, ქალაქ ვადოდარაში მისი სტუმრობისას აღმოჩნდა. მალე მამაკაცი მუმბაიში დაბრუნდა და მისი გენომის სეკვენირების შედეგები მხოლოდ გუშინ გახდა ცბობილი.
„გუშინ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ის დაინფიცირდა ახალი მუტირებული XE ვარიანტით... ის დამოუკიდებლად დაბრუნდა მუმბაიში. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პაციენტის შემდგომი სტატუსის შესახებ არაფერია ცნობილი", - ამის შესახებ ვადოდარის მედმუშაკმა დევეშ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარტში მუმბაის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის XE-შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა. კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა 50 წლის სრულად აცრილ ქალში, რომელიც 10 თებერვალს სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდა.