მსოფლიო დღეს

სროლა თელ-ავივში: არიან დაღუპულები და დაჭრილები - ვიდეო

სროლა თელ-ავივის ცენტრში რამდენიმე ადგილას განხორციელდა, ერთ-ერთი თავდამსხმელი განეიტრალებულია
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. თელ-ავივის ცენტრში ტერაქტი მოხდა - უცნობმა პირებმა ცეცხლი ხალხს გაუხსნეს, იტყობინება ადგილობრივი მედია.
სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის ცნობით, ტერაქტის დროს სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„ორი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია", - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.
მედია წერს, რომ სროლა თელ-ავივის ცენტრში რამდენიმე ადგილას განხორციელდა. ერთ-ერთი თავდამსხმელი გაანეიტრალეს. აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მსროლელი ჯერ არ არის დაკავებული, პოლიცია მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
პოლიცია ცდილობს შტურმით აიღოს შენობა, სადაც ტერორისტი იმალება.