ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლაში წასვლას შეძლებენ

ამ დრომდე არსებული რეგულაციით, სკოლებში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

„აღნიშნული ცვლილებით უკვე შესაძლებლობა ექნებათ, წელსვე 2.500-მა პირმა მიმართოს სკოლას. ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება“, – განაცხადა ამილახვარმა.

ამ დრომდე არსებული რეგულაციით, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ჩატარდება. ოთხივე ეტაპის დასრულების ვადაა 12 ივლისი. დეტალურად იხილეთ აქ.