თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ჟურნალ Vogue-ის გერმანული ვერსიის აპრილის გარეკანზე გერმანელი რეპერი გოგონა Badmómzjay ქართული ბრენდი Situationist-ის ყელსაბამით გამოჩნდა.
ფოტოებზე Badmómzjay-ს ამშვენებს ქართული ბრენდის ვერცხლის კოლიე, რომელიც ჯვრებისგან შედგება.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის: ჟურნალის ერთ-ერთ სტატიაში რეპერის სხვა ფოტოებიცაა. ერთ-ერთ ფოტოზე გოგონა Situationist-ის შავ მომდგარ კაბაშია გამოწყობილი, რომელიც ეფექტურად უსვამს ხაზს არტისტის სხეულს.
დიზაინერი ირაკლი რუსაძე
© AFP 2024 / TIZIANA FABI
ქართული ბრენდი Situationist, რომელიც შექმნეს დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ, ცნობილია სამოსზე ქართული სიმბოლიკის გამოყენებით. მათი შემოქმედება უკვე შეაფასა ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა, რომელსაც არაერთხელ წარმოუდგენია Situationist-ის სამოსი, ასევე კიმ კარდაშიანმა და სხვებმა.
ერთ-ერთ ნომერში ჟურნალმა Vogue მოაწყო ქართული ბრენდის განხილვა, სადაც Situationist დემნა გვასალიას Vetements-ის ესთეტიკას შეადარა. მასში იგრძნობა მეამბოხე სული, ავანგარდის და თავისუფლების ჰანგები, წერია სტატიაში.
ამ დროისათვის ბრენდი Situationist-ის ახალი მოდელების შექმნაზე მუშაობას მხოლოდ ირაკლი რუსაძე განაგრძობს.
წყარო - ჟურნალი Vogue