თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთისა და ბელარუსის ხალხთა ერთიანობის დღეს უწოდა შესანიშნავი დღესასწაული, რომელიც ძმური მეგობრობის მტკიცე კავშირების სიმბოლოა.
2 აპრილს, მინსკის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში საზეიმო ბელარუსისა და რუსეთის ხალხთა ერთიანობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება იმართება. ღონისძიებაზე რუსეთის ლიდერის მილოცვა რუსეთის ელჩმა ბელარუსში ბორის გრიზლოვმა წაიკითხა, იუწყება Sputnik-ბელარუსი.
„ბოლო დროს მოსკოვი და მინსკი უპრეცედენტო გარე ზეწოლის აწყდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე სახელმწიფოს არამეგობრულ ქმედებებზე საუკეთესო პასუხი უნდა იყოს რუსეთ-ბელარუსს შორის კავშირების ყოვლისმომცველი გაძლიერება, ყველა სფეროში ურთიერთსასარგებლო საინტეგრაციო პროცესების და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
რუსეთის ლიდერის თქმით, თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე ძალისხმევის კოორდინაციას, ორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
გარდა ამისა, საჭიროა იმპორტის ჩანაცვლების კოორდინირებული პოლიტიკა სამრეწველო, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სხვა სექტორებში, აღნიშნა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელმა.