თბილისში იგორ სტრავინსკის მუსიკა აჟღერდება

კახიძის ცენტრში ორი კომპოზიტორის უკვდავი მუსიკა აჟღერდება.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 8 აპრილს სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
საღამოზე წარდგებიან თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა (ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე) და ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი (ქორმაისტერი ნათია გოგუაძე).
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
მაესტრო რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით შესრულდება იგორ სტრავინსკის ბალეტი „აპოლონ მუსაგეტი“ და ფრანსის პულენკის „სტაბატ მატერი“ (Stabat mater) სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
სოპრანოს პარტიას შეასრულებს მარიამ ფირცხალაიშვილი.
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება.