COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის შემდეგ იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 450-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.648.264-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 450 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 212 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 58, კახეთი – 36, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 34, გურია – 26, შიდა ქართლი – 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19, ქვემო ქართლი – 19, აჭარა – 18, სამცხე-ჯავახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 2.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.540 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.624.993-მდე გაიზარდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პლუს 450: 31 მარტის კოვიდ-სტატისტიკა განახლდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 6 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.745-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.482 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 535 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 293 იმერეთში – 93, აჭარაში – 41.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 137 პირი, მათ შორის, თბილისში – 76, აჭარაში – 23, იმერეთში – 17.
5.947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 450-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.648.264-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.